რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმა მე -7 სომხეთ-რუსეთის ინტერ-რეგიონალური კონფერენციის სტუმრებს და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს.
“რუსეთი და სომხეთი მჭიდროდ არიან დაკავშრებული მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობით. შეიქმნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა დონეზე, ვითარდება აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა”, – ნათქვამია პუტინის მისასალმებელ სიტყვაში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში კონფერენცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. “ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი ერთობლივი პროექტი განხორციელდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებში”.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ ახალი საინტერესო იდეები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთსა და სომხეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას, ევრაზიულ სივრცეში ორმხრივად სასარგებლო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას.
29 ივნისს ერევანში სომხურ-რუსული ინტერ-რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021