სომხეთში პატრიარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო

საინფორმაციო სააგენტოს Armtimes.am -ის ინფორმაციით, 6 ივნისს, საღამოს, ერევანში  საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სომხეთის კათოლიკოს პატრიარქის გარეგინ მეორის სამყოფელია, საპროტესტო აქცია გამართეს შეძახილებით “ახალი სომხეთი, ახალი კათოლიკოსი”.

აქტივისტები პატრიარქის გადადგომას ითხოვენ. მათ ერევნის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მარშით მსვლელობა დაიწყეს.

Leave a Reply