Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქრთველოს მე-11 პარლამენტი პირველად სრულად პროპორციულ არჩევნებით ჩამოყალიბდება. ამასთან ერთად შეიცვალა არჩევნებზე რეგისტარაციის და ხმის დათვლის სისტემა, ამომრჩევლების თითქმის 90 პორცენტი ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართვლოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიებ ამ არჩევნებს “რეფერენსდუმს” უწოდებენ, რადგან, მათი შეფასებით ამ არჩევნებით საქართველო საგარეო ვექორის ბედი უნდა გადაწყდეს- კერძოდ, წავა ის ევროკავშირისკენ, თუ პირიქით ბრუნდება რუსული იმპერიალიზმისკენ.
საარჩევნო სისტემები- დადებითი და უარყოფითი მხარეები
საარჩევნო სისტემები ძირითად ორ ჯგუფად: მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებად. მაჟორიტარული სისტემა, თავის მხრივ, ფარდობით და აბსოლუტურ უმრავლესობის სისტემებად იყოფა. პროპორციული კი პრეფერენციულ და პარტიული სიების სისტემად. გარდა ამისა, არსებობს შერეული საარჩევნო სისტემაც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს სხვადასხვა ვარიაციებით. თითოეულ ამ სისტემას დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.
მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის დეპუტატები მაჟორიტარული ოლქებიდან ირჩევიან, პროპორციული სისტემის შემთხვევაში – დგება პარტიის საპარლამენტო სია და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგის პროპორციულად სიიდან პოლიტიკოსები პარლამენტში ხვდებიან, ხოლო შერეულ სისტემაში ორივე სისტემა გამოიყენება.
პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად, 50‐ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში.
პროპორციული სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.
პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.
ამ ტიპის არჩვენები უპირატესობბა ის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში. ეს გამორიცხავს იმას, რომ პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლებს იღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ¾-ით შევიდეს. პროპორციული საარჩევნო სისტემა აყალიბებს მრავალპარტიულ სისტემას, მაჟორიტარული კი ორპარტიულ სისტემას წარმოშობს. პროპორციული სისტემის პირობებში პარლამენტში უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი და უფრო მეტია ეფექტური პარტიების რაოდენობა, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მთავრობა ძირითადად კოალიციურია. მაჟორიტარული და შერეულ-მაჟორიტარული სისტემის პირობებში კი თითქმის ყოველთვის ერთპარტიულ.
იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ, ქალთა წარმომადგენლობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული ან შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება. ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიული გამმიჯნავი ხაზები უფრო ძლიერია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში.
პროპორციულ საარჩევნო სისტემის უარყოფითი მხარედ ჩაითვლება ის, რომ ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა. ასევე, როცა პარტიების შიდა მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა და არა პარტიის წევრები ადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც მრავალფეროვანი გამოვა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს.
აქვე აღსანიშანვია საარჩევნო ბარიერის საკითხით. იგი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული რაოდენობა, რომელიც პარტიას უფლებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს მანდატების განაწილებაში. ბარიერის არსებობისას საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდებიან სუსტ პარტიათა წარმომადგენლები.
რა შეიცვალა და როგორი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები?
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. 120 დეპუტატი პროპორციული სიებით შეირჩა, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩა. მარტივად რომ ავხსნათ, თუ არჩევნებში ორი პარტია მონაწილეობდა და თანაბარი ხმები მიიღო, პროპორციული სიიდან თითოეული პარტია 60-60 დეპუტატს გაიყვანდა. დანარჩენი 30 დეპუტატი კი, მაჟორიტარული წესით შეირჩეოდა და თუ რომელიმე ერთი პარტია ყველა ოლქს მოიგებდა, პარლამენტში დამატებით 30 დეპუტატს შეიყვანდა. შესაბამისად, 50%-იანი მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტის 2/3-ს დააკომპლექტებდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენები ჩატარდება პროპრციული სისტემით. მოქმედი კანონმდებლობით 5%-იანი ბარიერი იქნება. პარლამენტში დეპუტატებს გაიყვანენ ის პარტიები, რომელნიც მთლიანი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ, ხოლო დანარჩენი – ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატები შემდგომში კანონის შესაბამისად გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური პარტიებისთვის ბლოკებად გაერთიანებიაც აკრძალულია. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ დაგალახავენ 5 პროცენტიანი ბარიერი, დარჩებიან მანდატის მიღმა. მათ ადგილას კი, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესაბამისად, მანდატების განაწილება ხდება ბარიერი გადალახული პარტიების შორის.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ჯამში 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
აქვე აღსანიშნაცია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის შეტანილი ცვლილებებით, პროპორციულ საარჩევნო სიებში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეიძლება განესაზღვროთ, თუ რომელი ოლქის „დელეგატები“ არიან. ახალი ცვლილებით პარტიას ენიჭება უფლება, რომ პარტიის სიის შეგენის დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს.
პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის ის წარდგენილი.
ოპოზიცია ცვლილებებს საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმების მცდელობად“ აღიქვამს. წლების განვადლობაში საქართველოს საარჩენო პროცესის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მართალია, „დელეგატებზე“ ჩანაწერი ცალსახა სამართლებრივ პრობლემას არ შეიცავს, მაგრამ პოლიტიკურად პრობლემურია. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ასე ამომრჩევლებს მისცემენ შესაძლებლობას, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ.