პროფესიული ტესტირების გავლა სომხურ ენაზეც იქნება შესაძლებელი

პროფესიული განათლება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან იწყება და 19 ოქტომბრამდე გასტანს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელსაც აქვს ზოგადი განათლების საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროფესიული ტესტირების გავლა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

რეგისტრაცია იწარმოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ონლაინ:  https://vet.emis.ge/#/