Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, 2017 წლის 2 აპრილს, 2015 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, სომხეთში პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 2017 წლის არჩევნები არის სომხეთის 6-ე მოწვევის პარლამენტის არჩვენები. ამ არჩევნებით სომხეთი გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.
ქვეყნის პრეზიდენტი გააგრძელებს ქვეყნის მეთაურობას, თუმცა მისი მოვალეობები შემცირდება პერემიერ მინისტრისა და ეროვნნული კრების (პარლამენტის) სასარგებლოდ. 2018 წელს მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის არჩევნების შედეგად ფორმირებული მთავრობა ახალ პრეზიდენტს თავად აირჩევს.
სომხეთის პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 101 წევრისგან. პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, კანონით განსაზღვრული ოდენობის დეპუტატები.