საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულმა ურთიერთობებმა მაღალი დონის შეხვედრების ფონზე განსაკუთრებით დადებითი დინამიკა შეიძინა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობა. გიორგი გახარიამ და არმენ სარგსიანმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც განაგრძონ ორი სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021