Latest posts by Aliq Media (see all)
“პატივცემულო პრემიერ – მინისტრო მიშელ,
პატივცემულო პრეზიდენტო ჯანი,
პატივცემულო გენერალურო მდივანო,
პატივცემულო კოლეგებო,
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მიშელს თბილი დახვედრისთვის. ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო ძალისხმევისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ჩემთვის პატივია.
მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისთვის. ასეთია დემოკრატია და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. როგორც მოგეხსენებათ, სომხეთი ცოტა ხნის წინ დადგა დემოკრატიული მომავლის გზაზე. სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვება იყო სომხეთის საზოგადოების სიმწიფის აშკარა გამოვლინება, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი ერთგულება.
ბატონებო და ქალბატონებო
დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობას და ამ საკითხის კოლექტიური მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობას. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რწმენით ავღანეთის მეგობარი ხალხისთვის. ჩვენ ვაფასებთ ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას, სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების გაზრდისთვის.
ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა 130-მდე ჯარისკაცით. ჩვენ ასევე გამოთქვავთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ NATO-ს სტაბილური პარტნიორობის მისიაში, როდესაც საქმე ეხება მდგრადი მხარდაჭერის მისიის შეცვლას.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს სრულფასოვანი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის დამყარებას მეგობარ აღვანეთში.
რადგან საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, იძულებული ვარ ვისაუბრო ამ საკითხზე, თუმცა მიმაჩნია, ეს თემა შეუსაბამოა ამ დისკუსიის ფარგლებში, რადგან ეს შეკრება სხვა მიზნებს ემსახურება. ნატო მუდმივად აცხადებს, რომ მას არ გააჩნია როლი კონფლიქტის დარეგულირებაში.
სომხეთი, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, ადასტურებს თავის მზადყოფნას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ფორმატში. ნებისმიერი სამხედრო მცდელობა ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის უნდა განიხილებოდეს როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის შელახვა.
სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საზღვარზე აზერბაიჯანის მიერ გატარებული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და პროვოკაციების უკანასკნელი შემთხვევები სერიოზულად ეჭვის ქვეშ აყენებს ბაქოს სამშვიდობო პროცესებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ წინა შეთანხმებების მნიშვნელობას, კერძოდ, ვენის, პეტერბურგისა და ჟენევის შეხვედრების დროს შეძენილს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მშვიდობისა და ნდობის აღდგენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.”