Latest posts by Aliq Media (see all)
გასულ თვეში ჯილდო „ავრორას“ოთხი პრეტენდენტი გამოცხადდა.
პრემია „ავრორას“ ლაურეატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, გააგრძელოს შემოწირულობის ჯაჭვი: 1 მლნ დოლარის ოდენობით ფულად დაჯილდოებაზე თავის დროზე შთაგონების წყარო ორგანიზაციები წარადგინოს.
პრემია „ავრორას“ ოთხი პრეტენდენტია:
მარგარიტ ბარანკიცე,ბურუნდის „სიმშვიდის სახლი“, „ზრუნვის სახლი“ და საავადმყოფო REMA ბურუნდიში. მიმდინარე სამოქალაქო ომის წლებში მარაგარიტ ბარანკიცე ზრუნავს ობლებსა და ლტოლვილებზე,მან გადაარჩინა ათასობით სიცოცხლე, მათ შორის 30 000 ბავშვი. 2008 წელს მან დააარსა საავადმყოფო, სადაც დღემდე სამედიცინო დახმარება მიიღო 80 000 ადამიანმა.
სუდანის ნუბა მთების „წყალობის დედა“ საავადმყოფოს ექიმი თომ ქათიანა.
ეს ამერიკელი ექიმი მეამბოხეთა მხრიდან კონტროლირებად ნუბა მთების (სუდანი)„წყალობის დედა“ საავადმყოფოს ერთადერთი ექიმია. მიუხედავად სუდანის მთავრობის მხრიდან რეგიონის ბევრჯერ დაბომბვებისა, ექიმი ქათიანა ცხოვრობს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რათა ხალხისთვის დღედაღამ მისაწვდომი იყოს.
საიდა ღულამ ფატიმა, პაკისტანის „დამოკიდებულ ექსპლუატაციაში მყოფთა განთავისუფლების ფრონტის“ (BLLF) მთავარი მდივანი.
საიდა ღულამ ფატიმამ თავისი ცხოვრება ვალის სანაცვლოდ, ფიზიკური ექსპლუატაციის ქვეშ მყოფთა გადარჩენას მიუძღვნა, იმისი მცდელობით, რომ აღმოეფხვრა დღევანდელი დღის მონობის ფორმებიდან – ერთ-ერთი. მისი ძალისხმევით, პაკისტანის ათასობით მუშა გადარჩენილა, მათ შორის- 21 000 ბავშვი.
მამა ბერნარდ კინვი, ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს ქალაქ ბოსემტელეს კათოლიკური მისიის წინამძღვარი. ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოში მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში, ბოსემტელეს მისიის ტერიტორიაზე მამა ბერნარდ კინვიმ კონფლიქტის ორივე მხარის დაზარალებულებს თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, დევნისა და სიკვდილისგან გადაარჩინა ასობით ადამიანი.
ოთხი პეტენდენტიდან თითოეულს სამამდე ორგანიზაციის წარდგენის უფლება აქვს, რომელთაც შეუძლიათ იბრძოლონ ერთმილიონიანი ფულადი ჯილდოსთვის, 24 აპრილს ლაურეატებისის სახელების გამოვლენისთანავე. გარდა 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს მიღებისა, ლაურეატს გადაეცემა პირადი ჯილდოასი ათასი დოლარის ოდენობით.
პრემია „ავრორას“ გამარჯვებულის სახელს გამოაცხადებს ამრჩევი კომისიის თანათავმჯდომარე ჯორჯ ქლუნი 2016 წლის 24 აპრილს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაგეგმილ ღონისძიებაზე.
„ავრორა“-ს მსოფლიო ჰუმანიტარული პრემია ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირს, რომელიც ხალხს ეხმარება. ლაურეატები მოიპოვებენ აღიარებას თავიანთი ქმედებების, უნიკალური ზეგავლენისა და მნიშვნელობის გამო.
„ავრორა“ პრემია 100 LIVES ინცატივის დამფუძნებლებმა დააარსეს, იმ ხალხისადმი მადლობის ნიშნად, ვინც სომეხთა გენოციდის დროს ხელი გაუმართეს სომხებს.
ყოველწლიური პრემია დაარსდა მსოფლიოში დღეს მიმდინარე ტრაგედიებისა და დანაშაულებისთვის კაცობრიობის ყურადღების კიდევ ერთხელ მისაპყრობად და იმ გმირების ძალისხმევის წასახალისებლად, რომლებიც ადამიანთა სიცოცხლეებს იხსნიან.