პირველი სათემო სამუშაო დღე ახალქალაქში

ახალქალაქის რაიონის მერიის ინიციატივით, 29 მარტს, ქალაქში და რაიონის სოფლებში სათემო სამუშაო დღე იგეგმება.

ახალქალაქის რაიონში გარემოს დაბინძურება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. გარშემო ყოველ ნაბიჯზე ყრია ქაღალდები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ  სათემო სამუშაო დღე დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც,  ქალაქის  ქუჩები, ბაღები, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდება.

დასუფთავების პროცესში ახალქალაქის მერიის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ყველა ადგილობრივი მოსახლე პასუხისმგებელია  გარემოს სისუფთავეზე და ელემენტარული წესები უნდა  იცოდეს იმისთვის, რომ საკუთარი გარშემო დაბინძურებისგან დაიცვას” – , განაცხადა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.

დასუფთავების სამუშაობიში ჩაერთვებიან ადგილობრივები, მერია კი მათ ტრანსპორტით უზრნუველყოფს და შეგროვებულ ნაგავს ნაგავსაყრელზე გადაიტანს.

 

 

Leave a Reply