სომხეთში პირველად უფლებათა ფესტივალი ტარდება

სომხეთში პირველად ტარდება უფლებათა ფესტივალი. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაბარი უფლებებისათვის” ეკუთვნის.

ღონისძიება”მე -3 მუხლი უფლებათა ფესტივალის” სახელით 16 მაისიდან 24 მაისამდე გაიმართება და მისი მიზანი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაბარი უფლებებისთვის”  თავმჯდომარემ გაიანე აბრაჰამიანმა “ალიქ მედიას”განუცხადა, რომ განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც სომხეთის მოქალაქეებმა დაიბრუნეს საკუთარი უფლებები, მნიშვნელოვანი ახალი პლატფორმის შექმნა სხვადასხვა სფეროებში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სიტუაციაა, როდესაც კონსტიტუციის მე -3 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ყოფას, მისი ღირსების, უფლებების და თავისუფლებების უზენაეს ღირებულებას, საბოლოოდ, იგი რეალობად იქცა. ასე რომ “მე-3 მუხლი უფლებათა ფესტივალი” შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პლატფორმა ახლად დაბადებული სომეხი სამოქალაქო საზოგადოებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შეფასებისთვის “, – ამბობს აბრაჰამიანი.

ფესტივალის დროს გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები უფლებების შესახებ ერევნის უნივერსიტეტებში, პარკებში, ასევე დაიდგმება თეატრალური წარმოდგენები, თემატური STREET ART-ები და მოეწყობა სხვა ღონისძიებებიც. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია, გაეროს დეკლარაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული 40 ნამუშევარი.

 

Leave a Reply