შსს-ის ცნობით, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხიდან ატვირთეს ფეისბუკზე.
თუმცა შსს-ს არ დაუზუსტებია, არის თუ არა ეს ადამიანი ვიდეოს გავრცელების პირველწყარო.
სამინისტრომ ეს ინფორმაცია 9 თებერვალს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია რუსთავი2-მა დააანონსა “შაბათის კურიერის” სიუჟეტი, სადაცამაზეა საუბარი.
შსს აცხადებს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და გამოძიების შედეგად კადრების გავრცელებისთანავე დაადგინეს, რომ ბ.მ-ის სარეგისტრაციო სახელით [ექაუნთით] სავარაუდოდ სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა.
ის, შსს-ის ცნობით, “მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის”.
“მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები” – წერს შსს.
პოლიციის ცნობით, ამ ადამიანმა საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.
“ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”.
შსს-ის თანახმად, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021