Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტორ სვიტალსკიმ „იუსტიციის სფეროში ელ-მართვის სისტემების შემუშავების “ პრეზენტაციის გახსნის ცერემონიის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი ჩვეულებრივი მოქალაქეების საჭიროებებზე არის მიმართული.
„ამ პროექტის დაფინანსებამ 2 მილიონი ევრო შეადგინა, რაც დიდი თანხა არაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და კრგი მაგალითია კონკრეტული პროექტის თვალსაზრისით, რომელიც მიმართულია ჩვეულებრივი მოქალაქეების საჭირობებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგს იძლევა“, – აღნიშნა ელჩმა.
ელჩმა ასევე განმარტა, რომ ელექტრონული მართვის სისტემის ძირითადი ბენეფიციარები შესაძლოა სომხეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტები იყვნენ,” – აღნიშნა სვიტალსკიმ და დამატა, რომ ეს ხელს შეუწობს მოქალაქეების აქტივობას ციფრულ სამყაროში.
ელჩმა აღნიშნა, რომ “სომხეთი ცდილობს ახალი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რისი მეშვეობითაც შეუძლია ყველას გაასწროს და რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თვითგანვითარებას შეუწყოს ხელი”.
პიოტორ სვიტალსკიმ ასევე განმარტა, რომ ისინი ახალი ვალდებულებების აღებას ფიქრობენ, გათვალისწინებულია 20 მილიონი ევროს ინვესტიციები ელექტრონული მმართვის სხვა სფეროებში.