13 სექტემბერს სომეთის ეროვნულ კრებაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომრის თანამდებობა, ფრაქცია “წარუკიანის” დეპუტატმა ტიგრან ურიხანიანმა დაიკავა.
ეროვნული კრების ხმის მიცემის დათვლის კომიტეტის თავმჯდომარის გაგიკ მელიქიანის განცხადებით, ურიხანიანის სასარგებლოდ 74 დეპუტატმა მისცა ხმა,10-მა კი უარი განაცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ურიხანიანის კანდიდატურა “წარუკიანის” ფრაქციამ წარადგინა. ტიგრან ურიხანიანი ვარდან ბოსტანჯიანს შეცვლის, რომელიც ასევე წარუკიანის ფრაქციიდან იყო, რომელმაც მანდატი დატოვა.