ფრაქცია “გამოსავალის” იურისტები მზად არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ სომხეთის პრეზიდენტის არჩევნების საკონსტიტუციო საკითხებთან შექმნილი გაურკვევლობების გამო. ამის შესახებ, თავის ფეისბუქის გვერდზე ფრაქციის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი წერს.
“საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვთ ანტიკონსტიტუციურად ცნოს ეროვნული კრების (პარლამენტი) ის წესდებები, რომლებითაც იგეგმება რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევა პარლამენტში. ვთავაზობთ, ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი არჩეული იქნას სახალხო არჩევნებით. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისთვის საჭიროა 21 დეპუტატის ხელმოწერა. ხელმოწერის შემოთავაზებით საკონსტიტიტუციო სასამართლოს მიმართვის ტექსტი “წარუკიანის” ალიანსის წარმომადგენლებს გადაეგზავნა” წერს ფაშინიანი.
სომხეთში მე-4 პრეზიდენტის არჩევნები 2 მარტს არის დაგეგმილი, მას პარლამენტი აირჩევს.