ფრანკოფონიის მე-17 სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში, მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, ქართველი დიპლომატების მხრიდან მრავალი თვეა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მიღებულ ფრანკოფონიის დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამ მხრივ ჩვენ იმედიანად ვართ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრი ორმხრივი შეხვედრების შესახებაც საუბრობს, რომელიც ბურკინა ფასოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა.
„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მესაუბრა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის რეფორმები და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021