ყველა სომხური ფონდის (Hayastan All Armenian Fund) 21-ე ყოველწლიური ტელეთონი დასრულდა. დასასრულს გამოცხადდა, რომ დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, ფონდში გადაირიცხა 11,109,633 .
შემოწირულობები გაკეთდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ პოლიტიკური, კულტურული მოღვაწეები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები, ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
წლევანდელი ეროვნული მარათონი ტარდებოდა “შევქმნათ ერთად” სახელწოდებით.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის ფონდიდან 1 მილიონი სომხური დრამი, ხოლო თავისი პირადი ფონდიდან 500 000 დრამი გადარიცხა.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს სახელწოდებით “ბერქარატ არცახ” (მოსავლის სიმრავლე) ეროვნული დაფინანსების მარათონში 12,505,456 დოლარი შეგროვდა.
ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 18 ოქტომბერს ფონდის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის შემდეგ დაგროვილ ხელფასს ფონდ “სომხეთს” (Hayastan All Armenian Fund) გადასცემს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021