One Caucasus,— “ერთიანი კავკასია” — ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც აერთიანებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს მუსიკის, მშვიდობის და სხვადასხვა სფეროში კავკასიიდან.
22-25 აგვისტოს, ქვემო ქართლში, სოფელ წერაქვში საერთაშორისო , მულტიდისციპლინური ფესტივალი ჩატარდება. ეს არის პირველი ვუდსტოკ ფესტივალი (Woodstock Festival) სამხრეთ კავკასიაში.
One Caucasus-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
„წერაქვი სამი კულტურის გზაგასაყარზეა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ეს არის მულტი ეთნიკური ადგილი, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მულტიდისციპლინური – მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები, ერთად ააშენონ ხელოვნების, არქიტექტურის, განათლებისა და შემეცნების ქალაქი. შემოქმედებითი, უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
8 აგვისტოდან მოხალისეები ეწვევიან სოფელ წერაქვს და იწყებენ ათობით სამხატვრო, საგანმანათლებლო, არქიტექტურული და სხვა ქვე-პროექტების ორგანიზებას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით: ჩამოდი, შემოგვიერთდი, ნახე ერთიანი კავკასია და გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის.
ფესტივალის მხარდამჭერები: შემოქმედებითი საქართველო, პოლონეთის კულტურის სამინისტრო,პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვარშავის მერია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი/გერმანია“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
2018 წლის სექტემბერში “One Caucasus” ფესტივალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში გაიმართა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021