სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ფეიერვერკის გაშვების ადგილი, დრო და სხვა დანარჩენი პირობების მარეგულირებელი პროექტი მიიღო.
ერევნის მერის, ტარონ მარგარიანის თქმით, პროექტის მიღება მიმართულია მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ფეიერვერკები ჩატარდება დაგეგმილ ადგილას და დაგეგმილ დროს.
პროექტის თანახმად, მოთხოვნების დამრღვევ ორგანიზაციებს და პირებს ადმინისტრაციული გადასახადი დაეკისრებათ. პირველი დარღვევისთვის 1 მილიონი სომხური დრამი, ხოლო მეორე შემთხვევაზე ჯარიმა 2 მილიონი დრამი იქნება.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი