სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქერჩის კოლეჯში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
” ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ქერჩის კოლეჯში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას. ჩემი და სომეხი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ნათესავებსა და მეგობრებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა 17 ოქტომბერს, სასწავლებლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ყუმბარა ააფეთქა. თავად თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა.
ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.