სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილობითი ფორმით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია — დაშნაკცუთიუნის” და ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანის “აყვავებული სომხეთი” პოლიტიკური პარტიების მინისტრების დათხოვნის თაობაზე.
აღნიშნული პარტიები “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ფაშინიანს უჭერდნენ მხარს, ახლა კი კვლავ ყოფილ მმართველ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას ემხრობიან.
ფაშინიანს, რომელსაც პარლამენტში მხარდამჭერების სიმრავლე სჭირდება სურს, რომ არჩევნები დეკემბერში გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021