სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრაზილიის პრეზიდენტს მიშელ ტემერის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა.
“მე გულითადად გილოცავთ თქვენ და ბრაზილიელ ხალხს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთსა და ბრაზილიას შორის ეფექტური პოლიტიკური დიალოგი, ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული, რაც მყარ საფუძველს წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის,”- ნათქვამია წერილში.
ბრაზილიამ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა 1822 წლის 7 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა მისი დამოუკიდებლობა 1825 წლის 29 აგვისტოს აღიარეს.