პრემიერ -მინისტრად არჩევიდან 1 კვირაში, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
“რუსეთი სომხეთის წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია სომხეთისთვის და მე ვიმედოვნებ ეს დინამიკა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. მინდა წარმატება გისურვოთ მთავრობის მეთაურის პოსტზე და ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობები განვითარდება ისე, როგორც ეს ადრე იყო. ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო ორგანიზაიებში, დაწყებული გაეროდან , სადაც სომხეთი და რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთს, დასრულებული ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციებით თავდაცვით და ეკონომიკური განვითარების სფეროებში,” – აღნიშნა პუტინმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისას მოსკოვის „დაბალანსებული პოზიციისთვის“ და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიულ ალიანს“ საფრთხე არ ემუქრება.
„ეს იყო ძალზედ კონსტრუქციული პოზიცია. რასაც არა მხოლოდ ჩვენი მთავრობა, არამედ ჩვენი საზოგადოებაც აფასებს“, – თქვა ფაშინიანმა.
“ჩვენ მზად ვარ იმისთვის, რომ ახალი ბიძგი მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავაფართოვოთ ურთიერთობები სამხედრო -ტექნიკურ სფეროში” , – დასძინა მან.