Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის არმიის გენერალური შტაბი განმარტავს დღევანდელ განცხადებას და ამბობს, რომ ფაშინიანის გადადგომას არავის ზეწოლით არ ითხოვს.
“25 თებერვალს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადება არ ყოფილა გარედან ნაკარნახევი და არ მიღებულა ვინმეს მიერ განხორციელებული ზეწოლის ქვეშ. გენერლებისა და ოფიცრების პოზიცია ნათელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას”,- ნათქვამია სომხეთის არმიის გენერალი შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამველ ასატრიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით.