“უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ ტელევიზიასთან [РБК] ინტერვიუში ისაუბრა, წერს netgazeti.ge.
“არ ვფიქრობ, რომ მას გაუჭრდება [პუტინთან ურთიერთობა]. აქ არსებობს პირობები: თუ ხარ პირდაპირი, გულწრფელი, არ იქნება რთული. უბრალოდ საჭიროა პირდაპირი და გულწრფელი საუბარი”.
მისივე თქმით, ეს რჩევა არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობას შეეხება:
“ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი აფასებს, თუკი ხედავს, რომ მისი თანამოსაუბრე ცდილობს, არ მოატყუოს, არ იეშმაკოს, არ დამალოს სიმართლე. მგონია, რომ ეს ძალიან ძალიან სწორი მანერაა ყველა ურთიერთობაში. შესაძლოა, დიპლომატიაში, საერთაშორისო საქმეებში ეს არც ისე მიღებულია, მაგრამ მე ყველასთან ასე ვიქცევი”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021