“2019 წლის 1 მარტს, სომხეთის დედაქალაქში დაიწყება მოქალაქეთა მასშტაბური მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება სომხეთის მოქალაქის გამარჯვებას”, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
“ეს მსვლელობა მიმართული იქმება ძალადობის, არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების, კორუფციისა და უკანონობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მსვლელობა 2008 წლის 1 მარტის მოვლენების 11 წლისთავს მიეძღვნება. ამ დღეს ერევნის ცენტრში გამოსულ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად 8 დემონსტრანტი და პოლიციის 2 თანამშრომელი დაიღუპა, 250 ადამიანი კი დაშავდა.
ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო, 2008 წლის 1 -2 მარტის მოვლენები იყო. აქციის დაშლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით ბრალი სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანსაც წაუყენეს.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021