Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს რობერტ ქოჩარიანსა და სერჟ სარგსიანს პოლიტიკური გვამები უწოდა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი პოლიტიკურ აქტორებს აღარ წარმოადგენენ. ისინი პოლიტიკური გვამები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მათ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” საჯარო შეკრებაზე სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამაზე პასუხი დაუბრუნდებათ.
ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1-ლი მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.