სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა, 17 აგვისტოს, ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა, რომ რევოლუციის შემდეგი 100 დღის მთავარი მიღწევა კორუფციის წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ბრძოლაა.
მისი თქმით, მან შეასრულა ხალხისადმი მიცემული პირობა, რომ სათითაოდ გამოავლენდა ქვეყნის “მძარცველებს” და პასუხს აგებინებდა.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ციხეების შევსება, არამედ უკანონოდ მითვისებული თანხების დაბრუნება. ათობით მილიონი დოლარი უკვე დაბრუნდა და დაბრუნდა სახელმწიფოს ბიუჯეტში. სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად აგრძელებენ მუშაობას”, – განაცხდა ფაშინიანმა.