“პირველი ლიდერი ვარ სომხეთში, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც, და ამის გამო სომხეთში გამაკრიტიკეს. ახლა მე ველოდები, რომ აზერბაიჯანის ლიდერმაც თქვას და მიიღოს იგივე ფორმულა: ნებისმიერი გადაწყვეტილება სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა FOX LA -სთან ინტერვიუში ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, წერს ნეტგაზეთი.
მისივე თქმით, თუკი ილჰამ ალიევი დაეთანხმებოდა ფაშინიანის ფორმულას: “ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებოდით ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან”.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021