ერევანში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე -17 სამიტის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა.
“მინდა გამოვხატო უსასრულო ტკივილი იმ მომენტში, როდესაც ვფიქრობ შარლ აზნავურზე, იმ ძვირფას ადამიანზე, რომელმაც 1-ელ ოქტომბერს დაგვტოვა. ის იყო დიდი ადამიანი, საფრანგეთის ელჩი, 100%-ით ფრანგი, ამავე დროს 100%-ით სომეხი, – როგორც მას უყვარდა თქმა. მინდა დღეს ის ჩვენთან იყოს, თავისი საყვარელი ორ ქვეყნის გვერდით: საფრანგეთისა და სომხეთის, ისევე ფრანკოფონიის,” – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერმა სტუმრებს მოუწოდა არა წუთიერი დუმილით, არამედ თბილი ტაშით მიაგონ პატივი მის ხსოვნას.
“მე და მთელი სომეხი ხალხი ბედნიერი ვართ ერევანში ვუმასპინძლოთ ფრანკოფონიის მე -17 სამიტზე სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში. ქრისტიანობის აკვანი, ათასწლეულის ისტორიისა და კულტურის მქონე მარადიულ სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რომელიც ამ თვეში 2800 წლის იუბილეს აღნიშნავს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021