
ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ახლახანს სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ამტკიცებს, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, მათ შორის, შეიცვლება თავდაცვის მინისტრი.
ფაშინინის თქმით, სომხეთში ბევრი ისეთი პოლიტიკური მოღვაწე და პროფესიონალია, რომლებმაც აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მმართვაში.
Armenpress-ის ინფორმაციით, 9 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკო ფაშინიანი პირველ რიგში არცახის რესპუბლიკას ეწვეევა.
ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა 59 ხმით, მეორე ცდაზე პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩია.