სომხეთის ახლდარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
გულითადად გილოცავთ გამარჯვების დღეს. ჩვენი წინაპრების გამარჯვება დიდ სამამულო ომში ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო, რომლის წყალობით ჩვენი ხალხისთვის ახალი კარი გაიხსნა განვითარებისა და წინსვლისთვის. სომეხმა ერმა ამ გამარჯვებისთვის გაკეთა ყველაფერი რაც შეძლო და თავისი სახელი სიამაყით დატოვეს მეორე მსოფიო ომის ყველა ფრონტზე. დღეს ყველა დიდ პატივს ვცემთ ჩვენს სამამულო ომის ვეტერანებს. დღეს სომეხი ერისთვის ორმაგი გამარჯვების დღეა, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ შუშიის განთავისუფლების წლისთავს. ამ გამარჯვებით არცახის მოსახლეობა გადარჩა გადაშენებას და მშვიდობიანი ცხოვრების პერსპექტივა მოიპოვა. სომხეთში მომხდარი არაძალადობიანი, დემოკრატიული, ხავერდოვანი რევოლუცია იმის დასტურია, რომ ჩვენ მკაფიო წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა არის თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა,” – წერია განცხადებაში.
primeminister.am