სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინინი 14 მაისს, ქალაქ სოჭში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორუმს დაესწრო. იგი იქ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით იმყოფება.
ღონისძიების დროს ფაშინიანი შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვს, ევრაზიული ეკონომიკური სხდომის გამგეობის თავმჯდომარეს ტიგრან სარგსიანს.
სარგსიანთან მთავრობის მეთაურმა სომხეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაფართოების საკითხები განიხილა.
ფორუმის შემდეგ გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მათ მედიისთვის მოგვიანებით ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.
ფაშინიანი ასევე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საქმიანობის წარმატებისთვის პირველ რიგში საჭიროა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბების გაზრდა, ახალი და მაღალხარისხიანი ტექნოლოგიების დანერგვა, ბიზნეს სუბიექტების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ყურადღების გამახვილება იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ცხოვრების ხარისხზე.
ფაშნიანი დელეგაციასთან ერთად სოჭში 13 მაისს გაემგზავრა. მას ადლერის აეროპორტში ქალაქის მერი ანატოლი პახომოვი დახვდა. ამავე დღეს პრემიერი რუსეთის სომხურ თემს შეხვდა.