პარტია “ელქ”-ის წევრმა, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი მოსალოდნელი სცენარისთვის.
“მთავრობაში ვენდეტები არ იქნება, სოლიდარული გარემო შენარჩუნდება. თამაშის წესები ნათელი უნდა იყო ყველასთვის, სომხეთში პოლიტიკური დევნების თემა დაიხურება. მოსახლეობა ყველა პასუხის კითხვას მიიღებს. ერის ერთიანობის და სოლიდარობის კომპონენტები უნდა შენარჩუნდეს. პარლამენტის ყველა სხდომა ღია წესით ჩატარდება” , – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
8 მაისს, სომხეთის ეროვნული კრება პრემიერ-მინისტრს აირჩევს, ამჯერადაც, ერთადეეთი კანდიდატი ფაშინიანია. გასულ კვირას, ფაშინიანის კანდიდატურას პარლამენტში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავრობის მეთაური ვერ აირჩია.