
1-ლი მაისიდან დღემდე, სომხეთში 13 000-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, ვიდრე გაემგზავრა. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინინმა განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წელს, იგივე მონაკვეთში ეს მაჩვენებელი ნეგატიური ნიშნულზე – 9 000 იყო. რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან წასულების რიცხვი საგრძნობლად აჭარბებდა ჩამოსულების რაოდენობას.