„პატრიოტთა ალიანსი“ ახალქალაქში

20 აგვისტოს 15:00 საათზე, ახალქალაქის ყოფილი კინოთეატრის შენობაში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელი კრება ჩატარდა.

კრებაში მონაწილეობდნენ პარტიის თავმჯდომარე, დავით თარხან მოურავი და პარტიის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, ასევე ნინოწმინდასა და ახალქალაქიდან პარტიის წევრები, სამველ მეპტროსიანი, ნორიკ კარაპეტიანი, არმენ ფარმანიანი და სხვები. კრების დროს შეიქმნა პარტიის ახალქალაქის პოლიტიკური ბიურო, რომელიც 7 წევრისგან შედგება, მათ შორის ახალქალის საკრებულოს დეპუტატები და სხვა პირები შედიან.

„პატრიოტებმა“ თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის გეგმა წარადგინეს. შემდეგ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სამველ პეტროსიანი სიტყვით გამოვიდა. მან სომეხთა გენოციდის, ორმაგი მოქალაქეობის, მაღალი საპროცენტო განაკვეთის საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე სომხურის, როგორც რეგიონალური ენის სტატუტსის საჭიროების შესახებ ისაუბრა.

Leave a Reply