გაეროში საქართველოს რეზოლუციის მიღებასა და სომხეთის ახალ, განსხვავებულ პოზიციაზე „ალიქ მედიას“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ესააუბრა.
გოცირიძეს თქმით, ეს მოხდა პირველად. „გაეროში ტოლვილების დაბრუნების შესახებ კენჭისყრაში სომხეთი წინააღმდეგი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გარკვეულწილად ამას უკავშირებდნენ ყარაბაღის საკითხსს”.
მან აღნიშნა, რომ მოვიდა ახალი ლიდერი, ფაშინიანი, რომელიც არის ჭკვიანი პოლიტიკოსი და მიუხედავად სომხეთზე რუსეთის დიდ გავლენას, ის ატარებს ძალიან გონივრულ პოლიტიკას.
„გვჯერა იმისა, რომ ასეთი ლიდერების პირობებში სომხეთი იქნება ისეთივე სრულუფლებიანი წევრი ასოციერების ხელსშეკრულებისა, როგორიც საქართველოა და სომხეთიც გახდება ნატოს წევრი“, – დასძინა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ. სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021