ოთარ ერანოსიანი მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში იბრძოლებს

ჰამბურგში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორს, აზიური თამაშების 2017 წლის გამარჯვებულსა და 2015 წლის მესამეადგილოსან უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს დაუპირისპირდა. ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი აზიელი ამ ჩემპიონატზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი.

ეს შეხვედრა ერანოსიანის გამარჯვებით დასრულდა და ის მინიმუმ ბრინჯაოს მედლის და 1/2 ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელი გახდა.

1/2 ფინალური ბრძოლები პირველ სექტემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების წევრი 26 წლის კუბელ ლასარო ხორხე ალვარეს ესტრადა იქნება. იგი 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის (2011, 2013, 2015) ჩემპიონი და პანამერიკული თამაშების ორგზის გამარჯვებულია.

1tv.ge

Leave a Reply