Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს – მარინე კარაგულიანს და შაქრო ვარდანიანს, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავის უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. ჯავახელი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ საქართველოდან შერჩეულ იმ 6 სტუდენტს შორის, რომლებსაც 5 ივნისს, აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ და უნივერსიტეტის დეკანმა, კენ უოლშმა განსაკუთრებული სასწავლო სტიპენდიები პირადად გადასცეს.
„აშშ მთელ რიგ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს, რათა საქართველო 21-ე საუკუნის შესაბამისი დამოუკიდებელი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდეს. ინვესტიციების დიდი ნაწილი განათლების სფეროში იმ მიზნით ხორციელდება, რომ ქვეყანაში კვალიფიციური მუშა ხელის ნაკლებობა არ იყოს. ამჯერად ინვესტირების სამიზნე ჯგუფში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც განათლების მისაღებად ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ“ – აღნიშნა ელჩმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი 7500 აშშ დოლარს შეადგენს. სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი სპეციალობების დაუფლებას სთავაზობს: ქიმია-ბიოლოგია; კომპიუტერულ-საინჟინრო და ელექტრონულ- საინჟინრო.
უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტი შაქრო ვარდანიანი უმაღლესი განათლების მიღებას კომპიუტერული მეცნიერების სფეროში აპირებს.
„ვფიქრობ, ჯერ ვერ ვაცნობიერებ თუ რა მოხდა. მიხარია, რომ სტუდენტებს მსგავსი შესაძლებლობა აქვთ“.
„თუ სურვილი გაქვს, ყველაფერს მიაღწევ.ზღაპრული შთაბეჭდილებები მაქვს, ოცნებები ფაქტობრივად ხდება“- ამბობს სტუდენტის დედა.
მარნეულელმა ფუად კარაიევმა, რომელმაც ამერიკაში პროგრამა FLEX-ით ერთი წელი იცხოვრა , ალიქ მედიას თავისი შთაბეჭდილები გაუზიარა: „ძალიან მიხარია, რომ ჩვენ, საქართველოს სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა ამერიკული განათლება სამშობლოშივე მივიღოთ“.
სტუდენტებს წინ ინგლისური ენის გამოცდა TOEFL ibt ელით. მომავალმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ გამოცდისთვის გულმოდგინედ ემზადება:
„ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული უნდა იყოს, პირადად მე ძალიან კარგად არ ვფლობ ინგლისურს, თუმცა იმედი მაქვს, რომ შევძლებ საკმარის დონემნდე მივიყვანო ინგლისურის ცოდნა და გამოცდა ჩავაბარო“.
კალიფორნიის შტატში მოქმედი სან დიეგოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთი მოთხოვნადი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც 35 ათასი სტუდენტი სწავლობს.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი 120 მილიონ დოლარს აღემატება.
2015 წელს, ამერიკული „ათასწლეულის გამოწვევბის ფონდის“ მხარდაჭერით, სან დიეგოს უნივერსიტეტმა საქართველოში დაიწყო მოქმედება.