სომეხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისი საქართველოში არ შეშვების გამო საჩივარი მოამზადა

“საქართველომ მკაცრად დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მე საჩივრები წარვადგინე, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე გავუგზავნე სომხეთის ელჩს საქართველოში და საქართველოს ელჩს სომხეთში. მე მათგან განმარტებას მოვითხოვ”-ამბობს სომეხი ოპოზიციონერი დეპუტატი, ზარუჰი ფოსტანჯიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზღვრის გადაჯვეთის ნება არ დართეს.

” მე საჩივერი გავუგზავნე ქალბატონ მოგერინის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იაგლანდს, ახლა კი პასუხს ველოდები. ყოველ შემთხვევაში ეს უკანონო და უხეში მოქმედებებია, რომელიც არამგონია ქართულ მხარეს უნდა დაეშვა. მე მესაზღვრეებს აუხსენი თუ ვინ ვიყავი და დამატებითი ინფორმაცია ვთხოვე, თუმცა მათ მითხრეს, რომ ისინი ამისთვის პასუხისმგელბლები არ არიან და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და ჩემი საქართველოში შესვლა აკრძალულია”.

დეპუტატ ზარუჰი პოსტანჯიანის თქმით, მათ ჯერ კიდევ შარშან განაცხადეს იმის შესახებ, რომ სომხეთში ცვლილებებს ისინი წარმოიდგენენ პან-სომხური აჯანყების გზით და პან-სომხური აჯანყება მოიცავს არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას არამედ, ასევე სომხეთის ტერიტორიის გარეთ სომეხი მოსახლეობით დასახლებულ პუქტებს. ჩვენ მათ მნიშვნელოვან ფაქტორად აღვიქვამთ ჩვენს აჯანყებაში.

პარტიის მიერ პირველი შეხვედრის აგდილი მთიანი ყარაბაღის თანაგუნდელებთნ ერთად სექტემბერში იყო. ამის შემდეგ ისინი ეწვივნენ სომეხი მოსახეობით დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთს. ფოსტანიანის თქმით, ჯავახეთში ვიზიტის შემდეგ მან ასევე აშშ-სა და რუსეთში გამართა აქცია. ხოლო ბოლო ვიზიტი, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ იყო ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი იყო.

“პან-სომხური აჯანყების უკევ მეორე ტურის კამპანიის ჩატარბა ჩვენ ჩრდილოეთიდან დავიწყეთ. გეგმის თანახმად პირველი დანიშნულების ადგილი იყო სამცხე-ჯავახეთი. ქართველმა მესაზღვრეებმა მხოლოდ მე არ დამრთეს საზღვრის გადალახვის ნება, ხოლო დანარჩენმა 15-მა მონაწილემ ქართული სასაზღვრო პუნქტი უპრობლემოდ გადაკვეთა”- აღნიშნა ზარუჰი ფოსტანჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა პარტია “ერკირ წირანის” ლიდერს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

ოპოზიციონერმა ლიდერმა თავის თნამოაზრეებთან ერთად გადაკვეთა სომხეთის სასაზღვრო პუნქტი, თუმცა საქართველოს ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე ადგილობრივმა მესაზღვრეებმა მას აცნობეს, რომ მისი შესვლა საქართველოში აკრძალულია, რის შემდეგაც ქართულენოვანი საბუთი წარუდგინეს, სადაც დეპუტატის მიხედვით ზუსტი მიზეზი არ იყო განმარტებული.

Leave a Reply