ოპერის თეატრში მაყურებლების რაოდენობა გაიზარდა

2017 წელს კულტურის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დააფიქსირა სომხურმა და მსოფლიო ხელოვნებამ, ისტორიულ-კულტურული ღირებულებები სომხეთსა და და სხვა ქვეყნებში უფრო მეტი ხალხისთვის ხელმისაწვდომობის, სომხური კულტურის მსოფლიოსთვის ცნობადობის ამაღლების საკითხში. ამის შესახებ წლიური ანგარიშის დროს სომხეთის კულტურის მინისტრმა არმენ ამირინმა ისაუბრა.

მისი სიტყვებით განვითარებას ხელი შეუწყო უპრეცენდენტო კერძო ინვესტიციებმა, რაც დაახლოებით 1 მილიონ დოლარს შეადგენს.

2017 წლის განმავლობაში გაორმაგდა მაყურებლების ვიზიტების რაოდედნობა. მაგალითად, ოპერის თეატრში ბილეთების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა 102 403 000 დრამს შეადგენს, ხოლო წინა წელს 55 747 000  დრამი იყო.

“წელს მაყურებლის 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა ოპერის თეატრშიც”-ხაზი გაუსვა მინისტრმა.

წელს, ქალაქ გიუმრის თეატრს 25 253 მაყურებელი ესტუმრა, ხოლო ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 16 586 900 შეადგინა, რაც 200%-იან ზრდას ნიშნავს წინა წელთან შედარებით.

Leave a Reply