ადამიანის უფლებათა დამცველმა არმენ თათოიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, “ერევან-კენტრონის” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწვია. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტთან რამდენიმე საკითხი განიხილეს.
“მაგალითად, ოჯახის წევრებთან შეხვედრების საკითხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩავერთეთ ამ თემაში. არსებობს აკრძალვა, მაგრამ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვთვლი, რომ ჩვენი ჩარევის შემდეგ მას შეეძლება ოჯახის წევრების შეხვედრა”, – განაცხადა თათოიანმა და აღნიშნა, რომ ქოჩარიანი საკანში მარტო არის.
კითხვაზე ქოჩარიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ არა მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით,- ომბუდსმენმა უპასუხა: “მაგალითად, ოჯახის წევრების ვიზიტების აკრძალვასთან დაკავშირებით და ასევე კომპიუტერის ფლობასთან დაკავშირებით. ჩვენ დავსვით შესაბაბამის უწყებებთან ეს კითხვები. კომპიუტერთან დაკავშირებით არსებობს საკანონმდებლო პრობლემებიც, ანუ არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კომპიტერის ფლობის შეზღუდვაზე. ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021