17 ივნისს, ახალციხეში OFF ROAD შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სომხეთიდან და საქართველოდან 35 ჯიპი მონაწილეობდა.
ტურნირი მთელ დღეს გაგრძელდა, რომლისთვისაც წინასწარ შეიქმნა სპეციალური რთული და ძნელად გაუვალი გზის მონაკვეთი, რომელიც მძღოლებს 40 წუთში უნდა დაეფარათ. ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით და დიპლომებით.
Off-Road-ის კონკურსზე ახალქალაქიდან გიორგი ზაზაძე და არსენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ. ზაზაძემ C0 კლასის მეორე ადგილი დაიკავა.