ნოუთბუქი ყველა პირველკლასელს

22 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯავახელი პირველკლასელებისთვის განკუთვნილი კამპიუტერები ჩამოიტანეს.

ახალქალაქის რეგიონში 2017-2018 წლებში 614 , ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 351 პირველკლასელი მიიღებს Acer – ის ფირმის ახალ ნოუთბუქს. სწორედ ამდენი ბავშვი დარეგისტრირდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ნოთბუქების ფასი 371 ლარია.

ბორჯომის რეგიონში მსგავსს კომპიუტერს წელს 337 პირვეკლასელი მიიღებს, ახალციხეში 596, ადიგენში 194 და ასპინძაში 166.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის მიხედვით ყველა პირველკლასელს ურიგდება კომპიუტერი, 2011 წელს დაიწყო.

საქართველოში წელს 50 341 პირველკასელი დარეგისტრირდა.

jnews.ge

Leave a Reply