ნინოწმინდის სოფელ ჯიგრაშენში ასფალტს აგებენ

საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯავახეთი-ავტოგზა“ ცენტრალური გზატკეცილიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენამდე მიმავალ 1100 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს დააგებს.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის მხრიდან. აღნიშნული მოკავეთის ასფალტირებისთვის განკუთვნილია 499,009-ზე მეტი ლარი.

სოფელი ჯიგრაშენის მოსახლეობა რადიო „ნორთან“ საუბარში სიხარულს ვერ მალავს, თუმცა აღნიშნავს, რომ უფრო მეტად გახარებული იქნებოდა, სოფლის გზის არა მხოლოდ ერთი მოაკვეთი, არამედ მთელი გზა რომ დაგებულიყო. აღსანიშნავია, რომ სოფლის გზის მთლიანად აღსადგენად 1100 მეტრის გარდა, სულ რაღაც 300 მეტრი რჩება.

„გზის ნიადაგი ქვიანია, რაც კარგი არ არის. ასფალტის დასაგებად დაგვჭირდება ორი კვირა“,- აღნიშნა საგზაო-სამშნებლო კომპანია „ჯავახეთი-ავტოგზის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ინასარიძემ.

Leave a Reply