ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრი უკვე შერჩეულია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნინოწმინიდის 41-ე ოლქში 21,  015 ამომრჩეველია. უკვე განსაზღვრულია ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქის საზღვრები. მასში 37 საუბნო კომისია შედის, რომელთაგან 4 ქალაქ ნინოწმინდაშია.

საინიციატივო ჯგუფიდან ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ორი კანდიდატი . ოვანეს მნდლიანი სოფელი სათხის მაჯორიტარული კანდიდატად და ანდრანიკ ღარსლიანი ნინოწმინდის მერის კანდიდატად.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიები 13 წევრისგან შედგება. ნინოწმდინის საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრი უკვე არჩეულია, ხოლო დანარჩენ 7 წევრს პარტიები წარადგენენ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 სექტემბერია.

nor.ge

Leave a Reply