ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დილითში, გონდრიოსა და პატარა ხანჩალში კულტურის და რიტუალური სახლების რეაბილიტაციის თაობაზე დაპირება ნაწილობრივ შესრულდა

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე, „ქართული ოცნების“
მიერ გამოქვეყნებულ ნინოწმინდის საარჩევნო პროგრამაში ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერი, ანივარდ მოსოიანი ჰპირდება
მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტში რიგი ღონისძიებები გატარდება, გატარდებოდა, მათ შორის,
სოფ. დილითში, გონდრიოსა და პატარა ხანჩალში კულტურის და რიტუალური
სახლების რეაბილიტაცია განხორციელდება, განხორციელდებოდაა, რისთვისაც
ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი იქნება იქნებოდა გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ რიტუალების
სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2024
წელს, თებერვალ-მაისის თვეების პერიოდში, ჯამში 4 ტენდერი გამოაცხადა,
რომლებშიც დაპირებული სოფლების რიტუალური სახლების სარეაბილიტაციო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნული
ოთხი ტენდერიდან ერთი – არ შედგა (NAT240004443 – ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში – ყაურმა, დიდი გონდრიო, კათნატუ, პატარა
ხანჩალი – რიტუალების სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვა), ერთი – უარყოფითი შედეგით დასრულდა ტექნიკური
დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაციის შედეგად (NAT240005683 –
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში – კათნატუ, პატარა ხანჩალი –
რიტუალების სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა).
რაც შეეხება დარჩენილ ორ ტენდერს, ერთში გაიმარჯვა ინდივიდუალურმა
მეწარმემ ზოია ამაზარიანმა (ს/კ: 07001031640), და ხელშეკრულება უკვე
დადებულია (ხელშეკრულება ძალაშია: 21.05.2024 – 31.12.2024) და,
მიმდინარეობს სამუშაოები მიმდინაარეობს (NAT240006341 – ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში – დიდი გონდრიო და ყაურმა – რიტუალების
სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა), ხოლო მეორე
ტენდერში გაიმარჯვა სერგო ქსპოიანმა (ს/კ: 32001006593), ხელშეკრულება ასევე
დადებულია (ხელშეკრულება ძალაშია: 26.06.2024 – 31.12.2024) და
მიმდინარეობს სამუშაოები მიმდინარეობს (NAT240010528 – ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში – კათნატუ, პატარა ხანჩალი – რიტუალების
სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა). ჯამში,
მიმდინარე ორივე ხელშეკრულების ფარგელბში, დიდი გონდრიოსა და პატარა
ხანჩლის სოფლებში რიტუალების სახლების სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილია 107 000 ლარი (დიდი გონდრიო – 57 000 ლარი, პატარა ხანჩალი –
50 000 ლარი).

როგორც აღნიშნა სოფ. პატარა ხანჩალის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გვითხრა,
სოფლის რწმუნებულმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ შენობის რეაბილიტაცია
უახლოეს მომავალში დაიწყება და მოემსახურება ხალხს არა მარტო როგორც
რიტუალების სახლი, არამედ როგორც ქორწინების სახლიც.

როგორც ვხედავთ, ზემოთ აღნიშნული ტენდერები გამოცხადებულია მარტო
რიტუალური სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის
მიზნით და არ ითვალისწინებს დაპირებაში ნათქვამ კულტურის სახლების
რეაბილიტაციას, რომელთა შესახებაც არც ცალკე ტენდერი მოიძებნა ამ
მიმართულებით აღნიშნულ სოფლებთან მიმართებით. . რაც შეეხება დილითს, ამ
სოფელთან დაკავშირებით არც კულტურის და არც რიუალური სახლების
სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ტენდერი არ
მოიძებნა.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში
„რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია და
სპორტული დარბაზის მშენებლობა“ ქვეპროგრამისთვის 637,3 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი, თუმცა მასში შედიოდა სოფ. რადიონოვკისა და სოფ. პატარა
ხანჩალის საბავშვო ბაღების მშენებლობა და სოფ. ყუალილისის საბავშვო ბაღის
რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, ხოლო დაპირებაში ხსენებულ ი სოფლებში
რიტუალური და კულტურის სახლების რეაბილიტაცია არ იყო
გათვალისწინებული.

ეს უკანასკნელი არც 2023 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, სადაც
„რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია და
სპორტული დარბაზის მშენებლობა“ ქვეპროგრამისთვის 1 115,6 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი (იხ. სურათი 2) და ამ თანხით შემდეგი ღონისძიებების გატარება
იყო გათვალისწინებული: ქ. ნინოწმინდაში ნორაშენის და ხოჯაბეკის უბნების,
სოფ. სათხაში და დიდი ხანჩალში საბავშვო მოედნების ტერიტორიის
კეთილმოწყობა; ქ. ნინოწმინდაში ჰაიოს-ქართლოსის და ცენტრალური პარკების
მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; სოფელი თორიის სპორტდარბაზის
მშენებლობა; ნაგვის ურნების შეძენა; საექსპერტიზო მომსახურება.

საინტერესოა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის
„რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია და
სპორტული დარბაზის მშენებლობა“ ქვეპროგრამაში, რომლისთვისაც
გამოყოფილია 1 535,3 ათასი ლარი, დაპირებაში აღნიშნული სოფლებიდან მარტო
მხოლოდ სოფ. დიდ გონდრიოს სახელი ფიქსირდება. შესაბამისად, მიმდინარე
წელს, სხვა ღონისძიებებთან ერთად, , ანუ მხოლოდ ამ სოფლის რიტუალების
სახლის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, სხვა ღონისძიებებთან ერთად. რაც
შეეხება კულტურის სახლების რეაბილიტაციას, იგი გათვალისწინებულია, თუმცა
არა დაპირებაში ნათქვამ სოფლებში.

ყოველივე ზემოთგანხილულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ
ნინოწმინდის მოქმედი მერის, ანივარდ მოსოიანის დაპირება ნინოწმინდის

მუნიციპალიტეტის სოფ. დილითში, გონდრიოსა და პატარა ხანჩალში
კულტურის და რიტუალური სახლების რეაბილიტაციის თაობაზე ნაწილობრივ
შესრულდა და მეტწილად შეუსრულებლად რჩება შესრულების პროცესშია. ამ
ეტაპზე ( ორი ხელშეკრულების ფარგლებში, სოფ. პატარა ხანჩალში და სოფ. დიდ
გონდრიოში ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა
დასრულების ვადაა მიმდინარე წლის 31 დეკემბერი.).
რაც შეეხება დაპირების დანარჩენ ნაწილს, მოქმედი მერი თანამდებობაზე 2025
წლის ბოლომდეა არჩეული და მას ჯერ კიდევ აქვს დრო დაპირება შეასრულოს.
განხორციელდება თუ არა დაპირებული მესამე საფლის (სოფ. დილითი)
რიტუალური და სამივე სოფლის კულტურის სახლების რეაბილიტაცია
სამომავლოდ, ამ ეტაპზე უცნობია. „ალიქ მედია“ გააგრძელებს საკითხზე
დაკვირვებას და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.