ნინოწმინდის მოსახლეობა რუსეთთან უვიზო მიმოსვლას უფრო ეფექტურს თვლის

„ რას მოგვცემს ნინოწმინდელებს უვიზო რეჟიმით მიმოსვლა? “ , ასეთი შეკითხვით ნინოწმინდის რადიო ნორმა ქალაქში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ერთმა ნაწილმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, ხოლო მეორე ნახევარი თვლის, რომ უვიზო რეჟიმი არავითარ დადებით ბიძგს არ პირდება ნინოწმინდელებს, რადგან იმდენად ბევრია მოთხოვნა, რომ ეს მათი ჯიბისთვის არაა.

როგორც აცხადებს რადიო Nor-ი მათი გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახელობას სურს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან, რაც მათი აზრით უფრო შედეგიანი იქნება, რადგან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი  სამუშოდ რუსეთში მიემგზავრება.

Leave a Reply