ნინოწმინდელი ფერმერი, მაჩვებს აშენებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეის სოფელ გორელოვკაში მცხოვრებ ასქანაზ მარკოსიანს საკუთარი ფერმა აქვს,თუმცა მას ჩვეულებრივს რთულად თუ უწოდებ.

სხვებისგან განსხვავებით, ფერმერი მაჩვებსაც ამრავლებს, წერს რადიო Nor-ი. ასქანაზ მარკოსიანს მაჩვები აჩუქეს, თუმაცა არა მათი გამრავლების მიზნით, არამედ ხორცის დასაგემოვნებლად.

ამ იშვიათი ცხოველის ხორცის დაგემოვნება პატრონმა მაინც ვერ მოახერხა, იმიტომ , რომ მაჩვმა 4 ბელი გააჩინა. ფერმერის თქმით, მათი შენახვა ძვირი სიამოვნებაა. თავისებური მენიუ აქვთ, რომელიც ხორცს, ხორბლეულსა და მათ საყვარელ საკვებს – თაგვებს შეიცავს.

პატრონს ფერმაში დიდი რაოდენობით ძროხები, ღორები და ძაღლები ჰყავს, თუმცა მაჩვებს მათი არ ეშინიათ.

Leave a Reply