ფაშინიანი: მე მზად ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი პასუხისმგებლობით მივიღო

“მინდა ყველასთვის გასაგონად ვუპასუხო იმ შეკითხვას, რომელიც სომხეთში ყველას აინტერესებს. მინდა პირდაპირ გიყუროთ თვალებში და დარწმუნებულად და პირდაპირ გითხრათ, რომ დიახ, მე მზად ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი პასუხისმგებლობით მივიღო იმიტომ, რომ ვემსახურები სომეხ ხალხს, სათვისტომოს და მთიან ყარაბაღს,” – სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან შეახსენა, რომ ეროვნული ასამბლეის სამმა ფრაქციამ განაცხადა, რომ ისინი 1-ელ მაისის არჩევნებში ხალხის კანდიდატს მისცემენ ხმას.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ეს მოძრაობა უნდა იყოს უფრო დისციპლინირებული და ტოლერანტული , ვიდრე წინა დღეებში იყო.

ნიკოლ ფაშიიანმა განაცხადა, რომ ხვალ დილიან მნიშვნელოვანი საქმმები აქვს გასაკეთებელი ერპოვნულ ასამბლეაში, ის უნდა შეხვდეს ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელს რათა საზოგადოებას დღის ბოლომდე ინფორმაცია მიაწოდოს, თუ როგორ მოხდება ხალხის მიერ არჩევანის გაკეთება.

Leave a Reply