სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს სახელმწიფოს დღესთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა.
“სომხეთს და კანადას ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთში მომხდარმა დემოკრატიულმა რევოლუციამ ახალი, უფრო ხელსაყრელი პირობები შექმნა მეგობრული ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავებისათვის. აღსანისნავია კანადის სომხური თემის როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დამყარებისთვის. მზად ვართ გიმასპინძლოთ სომხეთში”.